საგანგებო სიტუაციაბის მართვის სამსახური

საგანგებო ადასტურებს, რომ მტკვარში "ბაუჰაუსიდან" დაკარგული ბაია ბერუაშვილის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს, რომ მდინარე მტკვარში ბარ ბაუჰაუსიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის, ბაია ბერუაშვილის ცხედარი იპოვეს.

გრძელდება ამავე ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა კაცის, გიორგი შალამბერიძის ძებნა.

შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აგრძელებს.

ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე ბაუჰაუსიდან 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და გაუჩინარდნენ. 

კომენტარები