IRI-ს კვლევა

IRI: 47% თვლის, რომ საქართველოს COVID 19-თან ბრძოლაში ყველაზე მეტად აშშ დაეხმარა

Shutterstock

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 47% ამბობს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მეტად საქართველოს აშშ დაეხმარა.

იმავე კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა დაეხმარა საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე მეტად, მოსახლეობის 6% ჩინეთს, 4% ევროკავშირს, 1% გერმანიას, 1% თურქეთს, 3% კი სხვადასხვა ქვეყანას ასახელებს (3%-ში გაერთიანდნენ ქვეყნები, რომელთა პროცენტულობაც 1-ზე ნაკლებია). გამოკითხულთა 15% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს არც ერთი ქვეყანა დახმარებია, ხოლო 23%-მა არ იცის, ან პასუხი არ აქვს.

ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით, პირისპირ, სახლში მისვლით.

კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები