სამწუხაროდ, მოხდა, ის რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით და შედეგი სახეზე გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევა თბილისში და ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს ყველა არ დავემორჩილებით, აი ,შემდეგ იძულებულები გავხდებით, რომ ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. ერთადერთი რაც შემიძლია, მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად დაიცვან წესები. მუნიციპალიტეტში ვინც არის დარჩენილი იქ, რა თქმა უნდა, წესები გამკაცრდება, ნიღბის ტარება ყველგან დახურულ სივრცეებში, დისტანციის დაცვა, მათ შორის ღია სივრცეებში.
tbl.ge/4znr
დაკოპირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 10 აგვისტოს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში გამოვლინდა. მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება