ელექტრომომარაგების შეწყვეტა

8 აგვისტოს საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

8 აგვისტოს საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმური სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი 

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ), პაპაშვილის და შალიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – წერია განცხადებაში.

კომენტარები