ელექტრომომარაგების შეწყვეტა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 10 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის,  თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, გობრონიძის, რომელაშვილის, ლაგურაშვილის, გაბაშვილის, ბობოხიძის, რჩეულიშვილის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის, ცინცაძის და ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, 17 შინდისელი გმირის, მხარგრძელის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის და მანდელშტამის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), 17 შინდისელი გმირის, მხარგრძელის, ჯავახეთის და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შიო მღვიმელის, ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, კოსტავას, ბოცვაძის, ვერეს, საქანელას, სანაპიროს და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, გერგეთის, ასათიანის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ხახანაშილის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები