განათლება

ჩხენკელი: სექტემბერში სწავლა აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში განახლდება

საქართველოს მთავრობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, სექტემბერში სწავლა აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში განახლდება.

"მინდა გავაკეთო მნიშვნელოვანი განცხადება, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. ასევე უნივერსიტეტებში, აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში დაიწყება სასწავლო წელი.

რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. მაგრამ,  ასევე, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და, რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური". – აცხადებს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

 

კომენტარები