გიორგი რურუა

სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვას, შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა გიორგი რურუას შეწყალებას.

ტელეკომპანია პირველი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვას შემდეგნაირად პასუხობს:

"კიდევ ერთხელ, გაიმეორეთ კიდევ, კიდევ."

---

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას იმავე დღეს გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში. მან სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ძალიან შეშფოთებულია.

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი კი წერს, რომ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება.

კომენტარები