გიორგი რურუას პატიმრობა

ბოკერია: საქართველოს მეგობრები ცდილობენ, ივანიშვილმა ქვეყანა უფრო დიდ შარში არ გახვიოს

ყველა გზავნილი საქართველოს მეგობრებისგან, რომლებიც გვესმის ყველას და, პირველ რიგში, ფიზიკურად ესმის ივანიშვილს და მის გარემოცვას, ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. ეს არის ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთა და საქართველოს ყველა მეგობრის პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესი, იქნება ეს საქართველოს დიდი ხნის მეგობარი - სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი კუბილიუსი თუ ანა ფოტიგა. 

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ჯერზე ვინ იქნება, ეს არის საერთო სურათი, რომელსაც ხედავენ ჩვენი პარტნიორები და, პირველ რიგში, როგორც ქართული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს, საითაც მიჰყავს ივანიშვილს ქვეყანა, ასევე იწვევს ეს მათ შეშფოთებას. ის ბოლომდე მათ იგნორირებას ვერ ახერხებს, ამის მაგალითია ქართული საზოგადოების წნეხთან ერთად, პირველ რიგში ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, რომ მიგვეღო ის საარჩევნო მოდელი, რომელიც მას არ სურდა და პოლიტპატიმრების ნაწილის გამოშვება მოუწია, მაგრამ მაინც ვირეშმაკობს და ეს ვირეშმაკობა არის ქვეყნისთვის სახიფათო და საზიანო. ბუნებრივია, საქართველოს ყველა მეგობრის ამოცანაა, ამ ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა კიდევ უფრო დიდ შარში არ გახვიოს და სწორედ ამას ემსახურება ეს გზავნილები.   

რიტორიკულად, ეს სისულელეების კასკადი, რაც მისი პოლიტკური კლოუნებისგან გვესმის, არაფრისმომცემი და არაფერისმთქმელია. ჩვენ გვაინტერესებს შედეგები - რომ რურუა იყოს თავისუფალი, ეს პრინციპულ სიმბოლურ საკითხად იქცა, ძალადობის ფაქტები აღარ უნდა გვქონდეს. თუ ის ამ გზას გააგრძელებს, იმ შიშით, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, ამით თავს ვერ გადაირჩენს, მაგრამ ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი შარი იქნება, ვიდრე მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ქმედებების გამო. ეს შიში რაციონალურია, იმიტომ, რომ ის დაკარგავს ძალაუფლებას.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. რურუასთვის პატიმრობის მისჯას საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ. სენატორი რიში წერს, რომ რჩება "ძალზედ შეშფოთებული" და, მისივე სიტყვებით, რურუა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს. განაჩენს ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც. კუბილიუსი წერს, რომ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა კი ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოიყენოს უფლებამოსილება, როგორც სხვა შემთხვევებში

კომენტარები