აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ტრამპი 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით გამოვიდა

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით გამოვიდა. ამის მიზეზად მან დაასახელა ფოსტით ხმის მიცემაზე შესაძლო თაღლითობა. 

მისი თქმით, ფოსტით ფართოდ ხმის მიცემით, შესაძლოა, თაღლითობამდე და არაზუსტ შედეგებამდე მივიდნენ.

"უნივერსალური ფოსტით ხმის მიცემით (არა დაუსწრებლად ხმის მიცემით, რაც კარგია), 2020 [წლის არჩევნები] იქნება ყველაზე არაზუსტი და თაღლითური არჩევნები ისტორიაში. ეს დიდი სირცხვილი იქნება აშშ-სთვის. გადაიდოს არჩევნები იქამდე, ვიდრე ხალხი სათანადოდ, უსაფრთხოდ, მშვიდად შეძლებს ხმის მიცემას?" - წერს ტრამპი Twitter-ზე.

აშშ-ში სურთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ფოსტით ხმის მიცემა გაამარტივონ.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

BBC წერს, რომ ტრამპის სიტყვის მხარდასაჭერად მცირე მტკიცებულება არსებობს, თუმცა ის დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ფოსტით ხმის მიცემას, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, თაღლითობის საგანი გახდეს.

კომენტარები