საქართველოს რაგბის კავშირი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა

რუსთავი 2

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიაზ მამრიკიშვილმა ტელეკომპანია იმედთან საუბარში დაადასტურა. 

მისი თქმით, მიზეზი სარაგბო სამყაროში შექმნილი კრიზისია, რომლის შედეგადაც ჯერ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიც კი არ განახლებულა. 

სვანიძე თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე რაგბის კავშირს დროებითი საბჭო უხელმძღვანელებს. არჩევნების ჩატარება კი ნოემბერში იგეგმება. 

 

კომენტარები