ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირმა და ჯანმო-მ საქართველოს 1.5 მლნ-ზე მეტი პირბადე, სათვალე, უნიფორმა გადასცა

armradio.am

ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად აღჭურვილობა გადასცა.

ამაში შედის 1 მილიონი სამედიცინო პირბადე, 328 ათასი რესპირატორული ნიღაბი, 30 ათასი საიზოლაციო უნიფორმა, 13 200 დამცავი სათვალე და 5000 სახის ფარი.

ეკიპირებას მიიღებენ ლუგარის ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხრა რეგიონული ლაბორატორია, გადაუდებელი მდგომარეობის კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები, 4 200 სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმი.

დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 400 000000-ევროიანი პაკეტის ნაწილია.

კომენტარები