იუსტიციის უმაღლესი საბჭო

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძეს თამარ ღვამიჩავა შეცვლის

სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავა დანიშნა.

"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თამარ ღვამიჩავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით". - წერია განკარგულებაში.

ღვამიჩავა ანა დოლიძეს შეცვლის, რომელიც საბჭოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა და რომელმაც კონსტიტუციური ორგანო პოლიტიკური საქმიანობის გამო დატოვა.

თამარ ღვამიჩავა ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორია, რომელიც ილიას უნივერსიტეტმა 2018 წელს გამოსცა.

2017 წელს ღვამიჩავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი საკასაციო სარჩელის დასაშვებობის შესახებ ადმინისტრაციულ პროცესში.

მის შესახებ ონლაინ სხვა ინფორმაცია არ იძებნება.

კომენტარები