არჩევნები 2020

კობახიძე: უსინდისობის ნაწილში გიგა ბოკერიას მხოლოდ გიორგი ვაშაძე შეედრება

მე მგონია, რომ ჩვენმა რვავე მაჟორიტარმა პირველივე ტურში უნდა მოიგოს არჩევნები, გამომდინარე იმ მძიმე სურათიდან რაც არის. შემძრა იმ სურათმა, რაც არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, წარმოუდგენელი სახელები და გვარებია, გინდა კვალიფიკაცია ავიღოთ და გინდა სხვაგვარი ელემენტები მათი რეპუტაციის. თუ ვინმე შეიძლება უსინდისობის ნაწილში ერთმანეთს შევადარო ბოკერია და ვაშაძე შეიძლება ერთად დავაყენო. ძალიან მძიმეა ეს ადამიანი სინდისის მიმართ თავისი დამოკიდებულებით.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ მაჟორიტარებზე ისაუბრა.

კომენტარები