KIDDING

სერიალს KIDDING-ს ახალი სეზონი აღარ ექნება

Den of Geek

სატელევიზიო არხმა Showtime-მა ორი სეზონის გამოსვლის შემდეგ სერიალ Kidding-ის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

"Showtime-ზე ორი სეზონის შემდეგ სერიალი Kidding სრულდება. ვამაყობთ, რომ მახვილგონიერი, გამორჩეული და კრიტიკოსებისთვის საყვარელი შოუ შევქმენით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჯიმ კერის, მიშელ გონდრის, დეივ ჰოლსტეინს, მაიკლ აგილარსა და გადამღები ჯგუფის ყველა წევრს ". – წერია კომპანიის განცხადებაში. 

შოუში მთავარ როლს ასრულებდა კომიკოსი ჯიმ კერი. მისი პერსონაჟია საბავშვო გადაცემის წამყვანი ჯეფი, რომელიც თანდათან კავშირს კარგავს რეალობასთან.

 

კომენტარები