კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, ხოლო 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

"8-იდან სამი გახლავთ საკარანტინე სივრცეებში დადასტურებული, ეს სამივე არის იმპორტირებული, ხოლო დანარჩენი 5 გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები." - თქვა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტი მკურნალობს, გუშინ და დღეს კლინიკაში ახალი პაციენტი არ შეუყვანიათ და არც ვინმე გამოჯანმრთელებულა.

დღეს, 11 ივლისს, საქართველოში Covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 981 შემთხვევა, აქედან 851 ადამიანი გამოჯანრმთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა. შესაბამისად, დარჩენილია 115 აქტიური შემთხვევა.

კომენტარები