NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სერბეთი

სერბეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამწვავდა [ფოტოები/ვიდეო]

ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2020 - 11:42
tbl.ge/4why
დაკოპირდა
Reuters
Reuters
Reuters
Reuters
Reuters
GETTY IMAGES
GETTY IMAGES

სერბეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამწვავდა. დაზარალებულებს შორის არიან როგორც აქციის წევრები, ასევე პოლიციელები. სერბეთის უშიშროების სამსახურებმა აქციის კონტროლისთვის ჯავშნოსანი ტრანსპორტიორები, ცხენოსანი პოლიცია, ძაღლები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დაპირისპირებისას აქციის წევრები პოლიციას ქვებს, ცარიელ ბოთლებს და სასიგნალო რაკეტებს უშენდნენ.

ოთხშაბათს დაშავდნენ ოპოზიციის ლიდერები ბოსკო ობრადოვიჩი და სერგეი ტრიფუნოვიჩი, რომლებსაც დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღება სურდათ.

დემონსტრაციას, რომელიც ბელგრადში დაიწყო, აქციები მოჰყვა სერბეთის სხვა ქალაქებშიც, ნოვი სადსა და ნისში.

საპროტესტო მოძრაობას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა დემონსტრანტებმა კრონავირუსის კონტროლისთვის შექმნილი საგანგებო კრების გადადგომა მოითხოვეს. კრების წევრებში შედიან პრემიერმინისტრი ანა ბრნაბიჩი და ჯანდაცვის მინისტრი ზორან ლონჩარი.

Demonstranti na Trgu Nikole Pašića pre nego što je policija bacila suzavac i rasterala ih ka Terazijama pic.twitter.com/Z1xR1V1ddg

— BIRN Srbija (@BIRNSrbija) July 8, 2020

pic.twitter.com/laQFWQ0AMp

— KRIK (@KRIKrs) July 8, 2020

Policija upravo rasterala demonstrante na ulazu u Knez Mihajlovu pic.twitter.com/ixo52pOVpJ

— BIRN Srbija (@BIRNSrbija) July 8, 2020

მას შემდეგ, რაც სერბეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ბელგრადში შაბათ-კვირას კომენდანტის საათის შემოღება გადაწყდა. კომენდანტის საათის შემოღებას მოსახლეობაში უკმაყოფილება მოჰყვა და 7 ივლისს ხალხმა პარლამენტის წინ დაიწყო შეკრება. აქციის დროს საღამოს 10 საათისთვის დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა პარლამენტში შეჭრა მოახერხა. 

ოთხშაბათს პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათს, ალბათ, არ შემოიღებენ. ასევე, მან გადადო თავისი ვიზიტი საფრანგეთში. პრეზიდენტმა მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, შეეწყვიტათ დემონსტრაციები, ვინაიდან აქციები ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას.

სერბეთიბელგრადიაქციები სერბეთშისერბეთის პარლამენტისაპროტესტო აქციაCOVID-19კომენდანტის საათიალექსანდრ ვუჩიჩი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 14:53მე მალე თანამდებობას დავტოვებ - ალექსანდრ ვუჩიჩი
  • ორშაბათი, 25 მაისი, 2026 - 12:45ვუჩიჩი: შესაძლებელია, რომ მალე თანამდებობა დავტოვო
  • ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026 - 14:11სერბეთში პირველად NATO-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება
  • ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026 - 13:56ბელგრადში ანტი-სამთავრობო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა
  • სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025 - 14:07დიდი საპროტესტო ტალღის ფონზე, სერბეთის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების პირობას დებს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 00:40

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში