საარჩევნო კოდექსის ცვლილება

არველაძე: 2-დან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის, ნიშნავს, რომ 3-დან 2-ც შეიძლება იყოს

ბატონო ირაკლი [კობახიძე], თქვენ კარგად განმარტეთ, რომ ოთხიდან ერთი იყოს განსხვავებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სამიდან ერთიც შეიძლება იყოს. იგივე ამბავია, როცა აქ წერია, რომ ორიდან ერთი მაინც უნდა იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამიდან ორიც შეიძლება იყოს. თუ სამიდან ორიც შეიძლება იყოს, ის ერთი რომ დარჩა განსხვავებული სქესის, ორი მაინც აღარ იქნება, ამას ვლაპარაკობ, რომ, ესე იგი, აზრსა კარგავს ეს ჩანაწერი, თუ სიტყვა "მაინც" არ იქნება, მაშინ, კი ბატონო, გასაგებია, რომ ყოველი მეორე იყოს. ან თუ არ იქნება განსხვავებული სქესის და პირდაპირ ვიტყვით რომ ეს ქალებზე არის ლაპარაკი, მაშინაც ყველაფერი სწორად იქნება

ქართული ოცნების დეპუტატმა, რევაზ არველაძემ გენდერული კვოტირების შესახებ პარლამენტის სესიაზე ისაუბრა.

კომენტარები