საკონსტიტუციო ცვლილებები

კაპანაძე კობახიძეზე: გააგრძელოს მცდელობა, იქნებ ერთხელ მაინც თქვას სიმართლე

ტაბულა

"მას მოვუწოდებ, გააგრძელოს მცდელობა, იქნებ ერთხელ მაინც თქვას სიმართლე". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს.

კობახიძის მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნისთვის "აქტიურად მონაწილეობდნენ" და კენჭისყრას ორი დამოუკიდებელი დეპუტატი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი ჩამოაშორეს. 

"ბატონი კობახიძე უკვე ცნობილია იმით, რომ რასაც ამბობს, ვერასოდეს ვერ არტყამს მიზანში. პრაქტიკულად, არაფერ სიმართლეს აღარ ლაპარაკობს. ერთი რამ მაოცებს, რამდენად ღრმად შეიძლება შევიდეს მისი ფანტაზია და რამდენად მეტი აბსურდი შეიძლება თქვას. 

ახალი აბსურდი, რომ, თურმე, ჩვენ ვაკონტროლებთ ბატონ კვიციანსა და ქალბატონ მარშანიას, იმდენად სიბრიყვე და სისულელეა, სერიოზული კომენტარი ამაზე შეუძლებელია". – ამბობს სერგი კაპანაძე.   

"ადა მარშანიასთან დაკავშირებით, მაგალითად, მეორე მოსმენა იყო და ვიკითხეთ, სად იყო ადა მარშანია. გვითხრეს, რომ იყო რაჭაში, ჰქონდა წნევა, ვერ ჩამოდიოდა რაჭიდან სიმაღლის გამო. ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი პარტიული ხაზით, სად იმყოფებოდა ადა მარშანია და იმყოფებოდა ქობულეთში". – თქვა კობახიძემ.

კომენტარები