კარიბის ზღვის მეკობრეები

ახალ კარიბის ზღვის მეკობრეებში მარგო რობი ითამაშებს

Deadline

კინოსტუდია Disney კარიბის ზღვის მეკობრეების რებუთზე მუშაობას იწყებს. გამომცემლობა The Hollywood Reporter-ის ცნობით, მომავალ ბლოკბასტერში მთავარ როლს მარგო რობი შეასრულებს.

მომავალი ფილმის სიუჟეტის დეტალები უცნობია. ახალ ნაწილში ჯონი დეპის პერსონაჟი ჯეკ ბეღურა არ გამოჩნდება. სურათის პროდიუსერი კვლავ ჯერი ბრუკჰაიმერი იქნება.

კარიბის ზღვის მეკობრეების პირველი ნაწილი ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა და კინოგაქირავების ჰიტი გახდა. ფილმს ოთხი წარმატებული გაგრძელება მოჰყვა.

კომენტარები