ენოლა ჰოლმსი

არტურ კონან დოილის შთამომავლებმა NETFLIX-ს საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივლეს

Collider

არტურ კონან დოილის ოჯახის წარმომადგენლებმა სტრიმინგსერვის Netflix-ს უჩივლეს საავტორო უფლებების დარღვევის გამო. 

Netflix-მა მწერლის ნაწარმოების მიხედვით გადაიღო ფილმი ენოლა ჰოლმსი. კონან დოილის შთამომავლების განცხადებით, 1923-1927 წლებში გამოსულ ნაწარმოებზე საჯარო საკუთრების კანონი ჯერ არ მოქმედებს. 

სტრიმინგსერვისის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

ენოლა ჰოლმსი არის შერლოკის უმცროსი და, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გამქრალი დედის მოსაძებნად იწყებს გამოიძიებას. სურათში მთავარი როლი შეასრულა უცნაური ამბების ვარსკვლავმა, მილი ბობი ბრაუნმა.

 

კომენტარები