მთავრობის წლიური ანგარიში

"გვექნება კითხვები" - ენმ და ევროპული საქართველო 26 ივნისს პრემიერის ანგარიშს დაესწრებიან

ევროპული საქართველო პარლამენტში პრემიერის ანგარიშს დაესწრება და კითხვებსაც დასვამს. თქვა ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა .

"ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე წელი და, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით გამოსვლები და კითხვები". – აღნიშნა სერგო რატიანმა.

ევროპული საქართველოს მსგავსად, გახარიას გამოსვლას დაესწრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.

"გახარია არის სარკე, პორტრეტი საქართველოს წარუმატებელი და ჩამონგრეული ეკონომიკისა. ეს არის სახე საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დანაშაულებრივი სისტემების აგებისა, ამიტომ, შეუძლებელია, რომ ჩვენ არ დავესწროთ იმ სხდომას, სადაც აუცილებლად ვამხელთ მათ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს". – ამბობს რომან გოცირიძე.

პრემიერის წლიური ანგარიში პარლამენტში ხვალ, 26 ივნისსაა დაგეგმილი. 

კომენტარები