სახალხო დამცველი

ლომჯარია ფეხბურთელის დაღუპვაზე: ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება

სახალხო დამცველი

"სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება". – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვას გამოეხმაურა.

ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს.

"ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან". – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ოჯახის ინფორმაციით, ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. ფეხბურთელის კვალი სწორედ ამის შემდეგ დაიკარგა. 

ოჯახმა ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შსს-ს 19 ივნისს მიმართა.

კომენტარები