კურტ კობეინი

კურტ კობეინის გიტარა 6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Bloomberg

ლეგენდარული როკ მუსიკოსის, კურტ კობეინის გიტარა აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

სწორედ ამ გიტარით წარსდგა მსმენელის წინაშე კობეინი 1993 წლის ლაივ პერფომანსზე, MTV Unplugged.

გიტარის საწყისი ფასი 1 მილიონი დოლარი იყო. ინსტრუმენტი მიკროფონების მწარმოებელი კომპანიის Rode Microphones-ის დამფუძნებელმა პიტერ ფრიდმანმა შეიძინა.

ლოტმა მუსიკის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გიტარის სტატუსი მიიღო. წინა რეკორდი დევიდ გილმორის გიტარას ეკუთვნის. 2019 წელს Pink Floyd-ის წევრის ინსტრუმენტი 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

კომენტარები