ოქრიაშვილი: საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ ვუჭერ

"რამდენადაც მე ვიცი, მე ვარ ერთადერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, ვინც არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. რატომ არ ვუჭერ მხარს, მრავალჯერ მაქვს არგუმენტირებული. დღეს პოლიტიკურ შეფასებებს არ გავაკეთებ. მე ვფიქრობ, თქვენ, ჟურნალისტები, პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებთ მას შემდეგ, რაც პირველად მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები. იმიტომ, რომ დღეს პრაქტიკულად 120/30-ზე არის 20% მაჟორიტარული კომპონენტი, 120 – პროპორციული, გადახრაა პროპორციულისკენ, თითქმის პროპორციული არჩევნები ტარდება. რას მოგვიტანს ეს ცენტრალურ ხელისუფლებას? მუდმივ, პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს. მერე გაკეთდება ამასთან დაკავშირებით ახალი შეფასებები".

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, რომლის "ამბოხებასაც" უკავშირდება ნოემბერში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება, ამბობს, რომ ასარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არც ამჯერად დაუჭერს. 21 ივნისს პარლამენტი პირველი მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება.

კომენტარები