კიანუ რივზი თაყვანისმცემელს Zoom-ით გაესაუბრება

Hollywood Reporter

ამერიკელი მსახიობი კიანუ რივზი ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებებთან მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაციის Camp Rainbow Gold-ის აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

რივზი Zoom-ის მეშვეობით 15 წუთის განმავლობაში პირადად გაესაუბრება თავის თაყვანისმცემელს, რომელიც საქველმოქმედო ფონდში ყველაზე მეტ ფულს ჩარიცხავს.

გამარჯვებულს ურჩევენ, კითხვები წინასწარ მოამზადოს. საუბარი რივზისთვის სასურველ დროს, 6-12 ივლისის შუალედში შედგება.

წარსულში საქველმოქმედო ორგანიზაციამ მსგავს პროექტში მომღერალი ელი ბრუკი და გახმოვანების მსახიობი რობ პოლსენი მიიწვია. 

კომენტარები