კინოსტუდიამ Warner Bros.-მა პარიზში დაგეგმილი "ქარწაღებულნის" ჩვენება გააუქმა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, კლასიკური სურათი კარანტინის დასრულებისთანავე ევროპის ყველაზე დიდ კინოთეატრში – Grand Rex 23 ივნისს უნდა ეჩვენებინათ.
გაუქმების შესახებ ინფორმაცია კინოთეატრის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
"Warner Bros.-მა შეგვატყობინა, რომ "ქარწაღებულნის" ჩვენება აღარ სურთ."
გასულ კვირას სატელევიზიო არხმა HBO-მ "ქარწაღებულნი" ვიდეოთეკიდან ამოიღო. მიზეზად შავკანიანი პერსონაჟების არაკორექტული გამოსახულება და მონათმფლობელური სამხრეთის რომანტიზაცია დასახელდა.