კორონავირუსი ინდოეთში

ინდოეთში სარკინიგზო ვაგონებს ინფიცირებულთა სამკურნალო პალატებად გადააკეთებენ

BBC

ინდოეთის დედაქალაქ დელიში 500 სარკინიგზო ვაგონს პალატებად გადააკეთებენ, სადაც შესაძლებელი იქნება 8 000 კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება და მათი მკურნალობა.

ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 12 000-ს აღწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ვირუსული ინფექცია 320 922 პირს დაუდასტურდა, რაც აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინდოეთში 9 195 პაციენტი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაზარალებულ შტატებს შორის დელი მე-3 ადგილზეა.

ინდოეთმა სარკინიგზო ვაგონების საკარანტინო სივრცეებად გადაკეთება აპრილში დაიწყო, როდესაც პანდემიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.

კომენტარები