ხანძარი აბასთუმნის ტყეში

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარს მეორე დღეა აქრობენ - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

მათი ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

"ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა გააგრძელეს ტერიტორიის მონიტორინგი, ცოცხალი ძალა კი 25 მეხანძრე-მაშველის შემადგელონით უშუალოდ ტყის მასივში მუშაობდა. გათენებისთანავე განახლდა ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები", - წერს სამსახური.

აბასთუმნის ტყეში ხანძარი გუშინ, 13 ივნისს გაჩნდა.

კომენტარები