Eurovision Song Contest: The Story of Fire Saga

კომედიის EUROVISION თრეილერი გამოვიდა

სტრიმინგსერვისმა Netflix-მა ახალი კომედიის Eurovision Song Contest: The Story of Fire Saga ტრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალი ფილმი ევროვიზიის კონკურსის პაროდიაა, მთავარი გმირი Volcano Man ერთ-ერთი კონკურსანტია.

კომედიაში მთავარ როლებს უილ ფარელი, რეიჩელ მაკადამსი, პირს ბროსნანი და დემი ლოვატო ასრულებენ.

Eurovision სტრიმინგ სერვისზე Netflix მიმდინარე წლის 26 ივნისს გამოვა.

კომენტარები