ემა უოტსონი

ემა უოტსონი ჯოან როულინგის პოსტს გამოეხმაურა

BBC

ჰარი პოტერის ვარსკვლავი ემა უოტსონი ჯოან როულინგის 6 ივნისს დაწერილ პოსტს გამოეხმაურა.

"ტრანსგენდერი ადამიანები ისინი არიან, ვინც არიან. სხვებმა არ უნდა ასწავლონ ცხოვრება. მინდა, რომ ჩემმა ტრანსგენდერმა გამომწერებმა იცოდეთ, რომ მე და მრავალ ადამიანს უყვარხართ და პატივს გცემენ."

გასულ კვირას როულინგის პოსტს ჰარი პოტერის კიდევ ერთი მსახიობი დენიელ რედკლიფიც გამოეხმაურა.

6 ივნისს ლეგენდარული მწერალი, ჯოან როულინგი გამოეხმაურა სტატიას, სადაც ეწერა, რომ "1.8 მილიარდ გოგოს, ქალსა და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა".

როულინგმა ტვიტერზე სტატია ამ კომენტარით გამოაქვეყნა: "ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ, დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?"

კომენტარები