ქართული ოცნება

კობახიძე საარჩევნო სიაზე: ყველასთან გვექნება საუბარი, შეიძლება, მამუკა ბახტაძესთანაც

მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, მათ შორის, რა თქმა უნდა თავად პრემიერთან კონსულტაციის საფუძველზე.

ყველაფერი დანარჩენი, რაც სიას უკავშირდება, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. გვექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებთ ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს.

ყველასთან გვექნება საუბარი, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება სია. კონკრეტული კონსულტაციები ჯერ არავისთან ყოფილა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე პარტიის საარჩევნო სიაზე. მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობიდან 2019 წლის 2 სექტემბერს, FB-პოსტით გადადგა. მისი თქმით, ვინაიდან "საქართველოს განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე".

კომენტარები