კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 4 ახალი შემთხვევიდან, 1 მედპერსონალია, 2 საბურთალოს კლასტერი, 1 კი იმპორტირებულია

მთავარი არხი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ინფორმაციით, კორონავირუსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორი საბურთალოს წყაროს მიეკუთვნება, ერთი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა, ერთი კი მედპერსონალია. 

ეზუგბაიას განმარტებით, მედპერსონალი ინფექციური კლინიკის თანამშრომელი არ არის. მისივე თქმით, მათ კლინიკაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. 

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის, Covid-19-ით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. მისივე თქმით, 1 მძიმე პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. 

"გუშინ, ჩვენ მივიღეთ 3 ახალი დადასტურებული შემთხევა. აქედან ერთი არის საბურთალოს წყარო, ერთი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და ერთი არის წინა დღის მარნეულის დადასტურებული შემთხვევა. 

პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს 1 მძიმე პაციენტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიურად ვლინდება რომ გაუმჯობესება გვაქვს და ალბათ, მომდევნო დღეებში ისიც დატოვებს მძიმეთა სიას. დანარჩენი შემთხვევები არის საშუალო და მსუბუქი", - ამბობს ეზუგბაია. 

10 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 822 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 690 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 119 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები