რთველის სუბსიდირება

მთავრობა რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებს დამატებით 69 მილიონით დააფინანსებს

ღვინის ეროვნული სააგენტო

2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტიდან ირკვევა, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებას დამატებით 139 მილიონი ლარით აპირებს.

ეს თანხა პანდემიის შედეგად გამოწვეული დამატებითი ხარჯებიდან იქნება გათვალისწინებული, რაც ჯამში 2 მილიარდ 38 მილიონ ლარს აღწევს.

139 მილიონი შემდეგნაირად გადანაწილდება: რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 69 მილიონი ლარი დაიხარჯება, ფერმერთა 200 ლარიანი დახმარების პროგრამისთვის კი 40 მილიონი ლარი. 20 მილიონი ლარი სასურსათო მარაგების შექმნისთვის და პროდუქტების ფასების სუბსიდირებისთვის დაიხარჯება, 10 მილიონი ლარი კი ტექნიკისა და სარწყავი სისტემების თანადაფინანსებისთვისაა განკუთვნილი.

2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები 1 მილიარდ 491 მილიონი ლარით გაიზრდება და ჯამში 15 მილიარდ 924 მილიონ ლარს მიაღწევს.

მთავრობის ანტიკრიზისული პაკეტის ჯამური ღირებულება 3.4 მილიარდი ლარი იქნება. აქედან 559 ლარი სამთავრობო სუბსიდიებზე მოდის.

კომენტარები