უბედური შემთხვევა

ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

bpn.ge

ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის კაცია და ის მშენებარე ობიექტზე მუშაობდა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები