რუმინეთი

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად ფეხსაცმელი შექმნა [Video]

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა. 

გრიგორ ლუპი უკვე 39 წელია რაც ფეხსაცმელებს ამზადებს. ის ძირითადად თეატრებისთვის და საოპერო სახლებისთვის მუშაობს. კორონავირუსის გავრცელების გამო ცოცხალი წამოდგენები გაუქმდა, გრეგორი კი ფაქტობირვად უმუშევარი დარჩა. 

ლუპის თქმით, "გიგანტური" ფეხსაცმელების შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ნახა, თუ როგორ არღვევდნენ ადამიანები სოციალურ დისტანციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 

"თუ ორი ადამიანი ასეთ ფეხსაცმელს ჩაიცვამს, მათ შორის მანძილი 1.5 მეტრი იქნება", - ამბობს მეწაღე. 

გრეგორიმ უკვე მიიღო 5 შეკვეთა. ფეხსაცმელი 115 დოლარი ღირს. 

 

კომენტარები