გერმანია

გერმანია 15 ივნისიდან ევროპაში სამოგზაურო აკრძალვას მოხსნის

გერმანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ბრიტანეთზე, ისლანდიაზე, ნორვეგიაზე, ლიხტენშტეინსა და შვეიცარიაზე სამოგზაურო აკრძალვას 15 ივნისიდან მოხსნის იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნებში შეშვებაზე აკრძალვა არ იქნება ან ფართომასშტაბიანი საგანგებო მდგომარეობა არ იქნება გამოცხადებული.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა, 3 მაისს განაცხადა.

ყველა ზემოთხსენებული ქვეყანა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს გარდა ნორვეგიისა, სადაც შესვლაზე აკრძალვაა და ესპანეთში, სადაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს უნდა გაახანგრძლივოს თუ არა საგანგებო მდგომარეობა.

მაასმა განაცხადა, რომ სამოგზაურო გაფრთხილება ჩანაცვლდება მითითებებით. მთავრობა გერმანელებს დაჟინებით მოუწოდებს, რომ თუ აუცილებელი არ არის, ბრიტანეთში არ იმოგზაურონ.

"სამოგზაურო მითითებებმა, შესაძლოა, მოგზაურობა არ წაახალისოს, მაგალითად, ბრიტანეთში მანამ, სანამ ყველა ჩასულს 14-დღიანი კარანტინის გავლა უწევს," - განაცხადა მან.

გერმანიის სამოგზაურო გაფრთხილების შემსუბუქება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია. იმ შემთხვევაში, თუ დღიურად 100 000 ადამიანზე 50 ახალ ინფიცირებულზე მეტი ეყოლებათ, შესაძლოა, ქვეყანამ ახალი გაფრთხილებები გამოსცეს.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, განაცხადებით, ნათელი უნდა იყოს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია არ დასრულებულა. მისივე თქმით, ისეთი საბაზისო ზომები, როგორიცაა სოციალური დისტანცია და პირბადეების ტარება, კვლავ საჭიროა.

გერმანიაში ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები მარტის შუა რიცხვებში დაწესდა და აპრილის ბოლოდან მათი შემსუბუქება დაიწყო.

გერმანიაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის 184 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 8 674 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 167 300 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები