რაიან რეინოლდსი და ბლეიქ ლაივლი

რაიან რეინოლდსმა და ბლეიქ ლაივლიმ რასიზმთან ბრძოლას $200 000 შესწირეს

Metro

სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ვარსკვლავური წყვილი რაიან რეინოლდსი და ბლეიქ ლაივლი გამოეხმაურა.

წყვილმა ფერადკანიანი ადამიანების დახმარების ეროვნულ ასოციაციას(NAACP) 200 000 დოლარი გადაურიცხა.

View this post on Instagram

@naacp_ldf

A post shared by Blake Lively (@blakelively) on

"არასდროს გვიფიქრია იმაზე რომ შვილები სხვადასხვა სამართლებლივი ნორმებისთვის უნდა მოვამზადოთ, ან როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ჩვენი მანქანა პოლიციამ გააჩერა. ჩვენთვის უცნობია, როგორია ასე ცხოვრება. ვერც კი წარმოგვიდგენია რას ნიშნავს ბრაზი და შიში. გვცხვენია, რომ წარსულში თავს უფლებას ვაძლევდით არ გვცოდნოდა რამდენად გაძლიერებულია სისტემატიური რასიზმი. ჩვენი მიზანია შვილები ამ შეშლილი ტენდენციისგან მოშორებით გავზარდოთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ სხვა ადამიანი არ დავაშავოთ გააზრებულად თუ გაუაზრებლად,"-წერს ლაივლი სოციალურ ქსელში.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ, რომელიც მინიაპოლისის პოლიციამ ჩაიდინა ამერიკის ქალაქებში მასიური საპროტესტო აქციები გამოიწვია.

 

კომენტარები