ამერიკის უმსხვილესმა ხმისჩამწერმა სტუდიებმა და ლეიბლებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. გაფიცვა ერთ დღეს გასტანს, აქციას ორგანიზატორებმა Black Out Tuesday უწოდეს.
სოციალურ ქსელებში ისეთმა მუსიკალურმა კომპანიებმა, როგორებიც Interscope, Universal Music, Warner Music, Sony Music არიან პოსტები გამოაქვეყნეს, რომელშიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურნენ და საპროტესტო აქციებზე გასულ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ჯორჯ ფლოიდი 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცია, რომელიც პოლიციამ დაკავებისას მოკლა. ინციდენტს აშშ-ის ათობით ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.