ქურდობის მცდელობა

შსს: სანიაღვრე ჭის ხუფების მოპარვის მცდელობისთვის რუსთავში 2 კაცი დავაკავეთ

რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი - 1981 წელს დაბადებული მ.მ და 1990 წელს დაბადებული ჯ.მ. - ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალ ხუფებთან ერთად, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ. პოლიციამ სანიაღვრე ჭის 2 ხუფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები