ქურდობის მცდელობა

შსს: მოპედის მოპარვის მცდელობისთვის გორში მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს
დაბადებული ლ.თ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები