საკულტო საბრძოლო თამაშის Mortal Kombat შემქმნელებმა, უკანასკნელ ნაწილში, ახალი პერსონაჟი Robocop დაამატეს.
რობოკოპი 80-იანი წლების პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის პერსონაჟია. თამაშში მას ფილმის იდენტური აღჭურვილობა და იარაღი აქვს.
საჩვენებელ ვიდეოში ახალი პერსონაჟი კიდევ ერთი კინორობოტს - ტერმინატორს შეებრძოლა.
რობოკოპი მოთამაშეებისთვის 26 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.