ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ბოლო ორი თვის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა პირველად ჩამოცდა 100-ს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 87 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, COVID 19-ს ესპანეთში უკვე 27 650 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ახალი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 515-ით გაიზარდა და 231 350-ს მიაღწია. ამისდა მიუხედავად, ვირუსის გავრცელების ტემპი ქვეყანაში კვლავ იკლებს.
ესპანეთში პიკი აპრილის დასაწყისში იყო, როდესაც ერთ დღეში 950 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანამ ზოგიერთი შეზღუდვა უკვე შეამსუბუქა - გახსნილია ზოგიერთი ბარი და რესტორნის ტერასები.
მაქსიმუმ 400 კვადრატული მეტრის ფართობის მაღაზიებს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ.
COVID 19-ისგან ესპანეთში უკვე 146 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.