17 მაისი

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: რაღაცების გამო, ოჯახურ სიწმინდეს დაემუქრა საფრთხე და ეს დღე დაწესდა

რუსთავი2

კუმურდოს, ახალქალაქის და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ იმიტომ დაწესდა, რომ "რაღაც გარემოებების გამო ოჯახურ სიწმინდეს დაემუქრა საფრთხე". 

17 მაისი პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახური სიწმინდის დღედ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 2013 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და მრევლმა ძალადობრივად დაარბია ანტი-ჰომოფობიური აქცია. 

"უმცირესობის წარმომადგენლები ჩვენ ვართ სინამდვილეში, იცით? როდესაც ნოემ კიდობანი ააშენა, უნდოდა კაცობრიობის გადარჩენა. მილიონობით ადამიანი დაიღუპა, მაგრამ არ შევიდა კიდობანში და შევიდა მხოლოდ 8 ადამიანი, ვისაც უნდოდა სიცოცხლე და გამოვიდა, რომ ის 8 ადამიანი არის უმცირესობა. ესენი არიან ადამიანები, ვისაც უნდათ იცოცხლონ სიკვდილის შემდეგ. აი ამაზეა ლაპარაკი. მსურველები იმისა, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გააგრძელონ, უმცირესობაში არიან დღეს დედამიწაზე. უმცირესობა მე ასე მესმის", - ამბობს მიტროპოლიტი. 

17 მაისს, საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებელი სასულიერო პირები მსვლელობას 2014 წლიდან მართავენ, თუმცა, წელს ფორმატი განსხვავებულია - მსვლელობა მანქანებით და სკუტერებით მოეწყო. პატირარქის კურთხევით, სასულიერო პირებმა ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით თბილისის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობა დალოცეს.

კომენტარები