რასელ ქროუ

რასელ ქროუ ფრანგული ფილმის UN PROPHETE რიმეიქში ითამაშებს

Be Funky

ავსტრალიელი მსახიობი რასელ ქროუ ფრანგული ფილმის Un Prophete რიმეიქში ითამაშებს.

მომავალ ფილმს ბრიტანელი რეპერი და რეჟისორი რეპმენი გადაიღებს, სცენარის ადაპტაციაზე დენის ლიჰეინი იმუშავებს. პროექტის სამუშაო სახელია American Son.

კროუ მეორეხარისხოვან პერსონაჟს განასახიერებს, მთავარი როლის შემსრულებელი შემქმნელების განცხადებით უცნობი მსახიობი იქნება.

ორიგინალი ფილმი 2009 წელს გამოვიდა. სიუჟეტის ცენტრში 19 წლის მალიკია, რომელიც ციხეში მოხვდება. სიცოცხლის გადასარჩენად იგი კორსიკული კრიმინალური კლანისთვის იწყებს მუშაობას. სურათმა კანის გრან პრი, სეზარის 9 ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მიიღო.

 

კომენტარები