Unhinged

ფსიქოლოგიური თრილერის UNHINGED თრეილერი გამოვიდა

Youtube

ახალი ფსიქოლოგიური თრილერის Unhinged პირველი თრეილერი გამოვიდა.

მომავალ ფილმში მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი რასელ ქროუ ასრულებს.

სიუჟეტის მიხედვით, ქალი მაგისტრალზე უცნობს გადაასწრებს, რომელიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოძრაობას აფერხებს. განრისხებული კაცი, რომელიც მოძალადე აღმოჩნდება, მის დევნას იწყებს.

ქროუს გარდა, პროექტში მსახიობები კარენ პისტორიუსი, ჯიმი სიმპსონი, გებრიელ ბეიტმანი და ოსტინ პ. მაკკენზი ითამაშებენ.

სურათის პრემიერა 1 ივნისს არის დაგეგმილი. Unhinged ერთ-ერთი პირველი ფილმი იქნება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კინოგაქირავებაში გამოვა. 

კომენტარები