American Horror Story

სერიალს AMERICAN HORROR STORY ახალი სეზონი ექნება

Deadline

საშინელებათა ჟანრის სერიალს American Horror Story ახალი სეზონი ექნება. სპინოფის გადაღების შესახებ ინფორმაცია შოურანერმა რაიან მერფიმ დაანონსა.

"თქვენ წინაშეა American Horror Story-ს სამსახიობო შემადგენლობის ზუმ კონფერენცია. სპინოფის გადაღებებს მალე დავიწყებთ. ვიმსჯელეთ ახალი სეზონის გადაღების შესახებ, მეტს არაფერს გეტყვით. კარგად გავერთეთ და მიხარია, რომ შევხვდით. ყველანი მომენატრეთ," - წერს სოციალურ ქსელში რაიან მერფი.

ახალი, რიგით მეათე სეზონის თითოეული სერია ცალკე ისტორია იქნება. ეპიზოდების ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენს. 

მომავალ სეზონში მთავარ როლებს მაკოლეი კალკინი, ქეთი ბეითსი, სარა პოლსონი, ევან პიტერსი, ლესლი ერინ გროსმანი შეასრულებენ.

კომენტარები