American Horror Story

AMERICAN HORROR STORY-ის ახალი სეზონის პრემიერა 2021 წელს გადაიტანეს

411 Mania

საშინელებათა ჟანრის სერიალის American Horror Story ახალი, რიგით მეათე სეზონის პრემიერა 2021 წელს გაიმართება. ინფორმაციას სატელევიზიო არხის FX ხელმძღვანელი ჯონ ლანდგრაფი ავრცელებს.

თარიღის გადაწევა ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან არის დაკავშირებული. საშინელებათა ისტორიის გარდა არხს სხვა პროექტების, მათ შორის ფარგოს ახალი სეზონის გამოსვლა ერთი წლით უგვიანდება.

მომავალი სეზონის თითოეული სერია, შავი სარკის მსგავსად, ცალკე ისტორია იქნება. ეპიზოდების ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენს. 

მომავალ სეზონში მთავარ როლებს მაკოლეი კალკინი, ქეთი ბეითსი, სარა პოლსონი, ევან პიტერსი, ლესლი ერინ გროსმანი შეასრულებენ.

კომენტარები