2020 წელს გარდაცვლილები

ინგლისელი მომღერალი, ბენდის BAD COMPANY ყოფილი ფრონტმენი, ბრაიან ჰოუ გარდაიცვალა

BBC

66 წლის ასაკში, ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, ბენდის Bad Company ყოფილი ფრონტმენი, დევიდ ჰოუ გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

საკუთარ სახლში მყოფი ჰოუ ცუდად გახდა, ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების თანამშრომლების თქმით მუსიკოსი მათ გამოელაპარაკა, თუმცა მალევე დაკარგა გონება და ადგილზე გარდაიცვალა. მომღერალს კარდიოლოგიური პრობლემები წარსულშიც ჰქონდა, 2017 წელს მან გულის შეტევა გადაიტანა.

მომღერალი საკულტო ბენდში Bad Company, 1986 წელს, პოლ როჯერსის წასვლის შემდეგ მივიდა და რვა წლის განმავლობაში ჯგუფთან ერთად ოთხი ალბომი ჩაწერა. 1997 წლიდან ჰოუ სოლო კარიერა დაიწყო და სამი ალბომის გამოცემა შეძლო. 

კომენტარები