კორონავირუსი მსოფლიოში

Facebook-ის და Google-ის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლება წლის ბოლომდე მიეცათ

სოციალური ქსელის გიგანტის Facebook-ისა და საძიებო სისტების - Google-ის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას ამ წლის ბოლომდე მისცემენ.

ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაპირდველად Google-ის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლება 1 ივნისამდე ჰქონდათ, მაგრამ, მოგვიანებით, კომპანიამ თარიღი წლის ბოლომდე გადაწია.

Facebook-ის ცნობით, მათი ოფისები 6 ივლისს გაიხსნება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, დასაქმებულებს 2020 წლის ბოლომდე შეეძლებათ მუშაობის სახლიდან გაგრძლება.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი 3 900 000-ზე მეტია, აქედან 270 740 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1 344 278 ვირუსისგან განიკურნა.

კომენტარები