ამერიკელი მსახიობის, ზოი კრავიცის თქმით, ის ერთი პერიოდი გვარის შეცვლას ფიქრობდა, რადგან მამიმასთან - ლენი კრავიცთან ასოცირება არ სურდა.
მისივე თქმით, ის გვარის შეცვლას მანამდე ცდილობდა, სანამ HBO-ს სერიალ "Big Little Lies"-სა და Hulu-ს სერიალ "High Fidelity"-ში ითამაშებდა.
"ვფიქრობდი, რომ აღარ გამომეყენებინა გვარი. ეს ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ხალხს ავიწყდებოდა. ჩემი იდეა არავის გაუთვალისწინებია. ჩემს აგენტს ვეუბნებოდი ამის შესახებ, თუმცა მაინც არ გამოვიდა", - თქვა მსახიობმა.
ზოი კრავიცის თქმით, მან თავისი სურვილი მამამისსაც გაანადო, რამაც ლენი კრავიცი დაამწუხრა.
"ერთხელ, ამის შესახებ მამაჩემს ვუთხარი და ვფიქრობ, რომ ამ ამბავმა ის დაამწუხრა. ამიტომ, უნდა შევეგუო ამას. თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობდი, რადგან ხალხისთვის ჩემს ოჯახთან ვასოცირდებოდი. ახლა ეს მომწონს - მე ვამაყობ ჩემი ოჯახით და ეს კარგია", - თქვა მსახიობმა.